რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით, ქალაქი მიკოლაევი დაბომბა. დაბომბვის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მაშველებმა 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სამაშველო სამუშოები გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ქალაქს ღამით რვა S-300 რაკეტამ დაარტყა.