,,ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალით მიტაცებას”- ჯო ბაიდენი

„გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას“, –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენის თქმით, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს.

„გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ამ კონფლიქტის რისკები ყველასთვის გასაგებია და მსოფლიომ საპასუხოდ მკაფიო გზავნილი გააგზავნა: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას. რუსეთი საზღვრებს ძალით ვერ შეცვლის. რუსეთის სხვის ტერიტორიას ვერ მიისაკუთრებს. უკრაინას აქვს იგივე უფლებები, როგორც ყველა სხვა სუვერენულ ქვეყანას. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის თავად არჩევა და მის ხალხს უნდა შეეძლოს მშვიდად ცხოვრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეასთან ერთად, ჩვენ არ შევეგუებით ანექსიის უკანონო მცდელობებს ან მეზობლის მიწის ძალის გამოყენებით მოპარვას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებას და იმ უფლებებსა და დაცვას, რომელსაც ის უკრაინასა და მის ხალხს – ასევე ყველა სახელმწიფოსა და ხალხს აძლევს“, – განაცხადა ჯო ბაიენმა.

 

მსგავსი თემები