უკრაინა ამერიკისგან თავდაცვის სისტემებს ელოდება

უკრაინის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგოც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, საკმაოდ ნაყოფიერ საუბარი იყო და ერთ-ერთ საკითხი თავდაცვის სისტემებს ეხებოდა.

„შედგა  ნაყოფიერი საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. განხილვის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვა იყო. ახლა ეს ნომერ პირველი პრიორიტეტია ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობაში. ამერიკის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მკაცრი პოზიციისა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხში“, – აცხადებს  ზელენსკი.

შეგახსენებთ, რონ. დღეს უკრაინის საკითხზე „დიდი შვიდეული“ საგანგებო სხდომა იმართება.

მსგავსი თემები