დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო დაბომბვების გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულ საკითხს ლიზ ტრასი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გააჟღერებს, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენი მოვალეობაა, არ უნდა ვიყოყმანოთ და მათ გამარჯვებაში უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნავს ლიზ ტრასი.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დღეს საგანგებოდ იკრიბებიან. საგანგებო შეხვედრა კი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული მასიური დაბომბვების გამო დაიგეგმა.