,,ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს”- მედვედევი

,,ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებით უნდა უპასუხოს,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

,,რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება იყოს მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები”, – აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტს და დივერსიას უწოდებს.

,,ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც ჩადენილი იყო კრიმინალური კიევის რეჟიმის მიერ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა”, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები