რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – არიან დაშავებულები

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიე დაბომბეს. სარაკეტო იერიშის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა. დაბომბვის შედეგად კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

,,მტრის მორიგი თავდასხმა! დარჩით თავშესაფრებში! მტერი აგრძელებს ქალაქის ტერორს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ვეხმარებით ერთმანეთს”, – წერს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი.

დაბომბვის შედეგად ქალაქის ცენტრში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

„არიან დაშავებულები. ტრაგედიის ადგილზე მაშველები, ექიმები, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. ადამიანებს საჭირო დახმარება უტარდებათ”, – აცხადებს სტარუხი.

 

 

მსგავსი თემები