ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილ ექიმთა ჯგუფს ხვდება.  

„ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავად  მოისურვა ჩვენთან შეხვედრა და ვემზადებით შესახვედრად, ყველა წევრი აქ იქნება“ –  აცხადებს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ექიმი-ანესთეზიოლოგი  გიორგი გრიგოლია.

მან, რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილის წაქცევაზეც გააკეთა მოკლე შეფასება და აღნიშნა, რომ საჭიროა ადგილზე პირველადი დახმარების ჩატარება და ეს ასეც იყო მოსალოდნელი. მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გადავიდეს ნორმალურ პოლიტპროფილურ კლინიკაში.

მსგავსი თემები