,,არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

„ჩვენ არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ“,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.

„ფაქტია, რომ ჩვენ, ნატო-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელიც ახორციელებდა ევროპულ სანქციებს კალინინგრადთან საზღვარზე. ეს პირველი მუქარა არ არის და ჩვენ ის სერიოზულად უნდა მივიღოთ და მზად ვიყოთ“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

 

მსგავსი თემები