ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი’’ იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” მესამედ იმართება.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.

ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო ძველი პურის ცხობის ტრადიციები ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადებისა და ცომის ზელის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ღონისძიება დღეს უკვე ჩატარდა. ხვალ კი, 9 ოქტომბერს, 12:00-18:00 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი აფორმებს.

მსგავსი თემები