ირანში საპროტესტო აქციებზე 83 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. არსებული ინფორმაციით აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის შორის 28 მედიის წარმომადგენელიც არის.

შეგახსენებთ, მასობრივი პროტესტი ირანის ქალაქ საყეზში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. საპროტესტო აქციები მთელ ირანს მოედო. ქუჩებში ქალები თავსაბურავს იხსნიან წვავენ და  თმას იჭრიან.

 

 

მსგავსი თემები