პუტინი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებას  საერთაშორისო ტერორისტულ აქტს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ,,ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენის მილებზე მომხდარ აფეთქებას  საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. ამის შესახებ  მან თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტმა მწვავე შეფასება მისცა უპრეცედენტო დივერსიას, ფაქტობრივად, საერთაშორისო ტერორიზმის აქტს Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენების წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ რუსეთი ამ საკითხს გაეროში სასწრაფოდ განსახილველად წარადგენს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენეთ, „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გაზსადენებზე გაჟონვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა.

მსგავსი თემები