ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია. გათავისუფლებული პირი საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

„ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს”,- აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში.

 

მსგავსი თემები