რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, 53 650 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით – 53 650 ჯარისკაცი დაკარგეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 53 650; ​ტანკი – 2 180; ჯავშანტექნიკა – ​4 665; საარტილერიო სისტემა – 1 290; სარაკეტო სისტემა – 311; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 167; თვითმფრინავები – 246; ვერტმფრენი – 215; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 908; საკრუიზო რაკეტები – 233; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 501; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 120.

აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

მსგავსი თემები