,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა – როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით”- ნეკა დოროყაშვილი

,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა – როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით,”- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.

დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს  მანიპულაციის და დაკნინების მიზნით სურდა, ყოფილი მეუღლე შეხვეწებოდა, რომ ბარათისთვის ბლოკი მოეხსნა.

,,ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა, იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანჯა ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე. ვცდილობდი მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან ან მშობლებისგან. ძალიან მრცხვენოდა, რომ მეთქვა და ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ამის გამო. ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როდესაც საქმე შენს პიროვნებას ეხება და არარაობად გრძნობ თავს, მორალურად გამანადგურებელია”, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

 

მსგავსი თემები