ჯო ბაიდენი მხარს არ უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღაირება არ უნდა მოხდეს.

Reuters-ის ინფორმაცით, თეთრ სახლში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა უარით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ინიციატივაა, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერად აღიარონ. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–მ უკვე აღიარა კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

 

მსგავსი თემები