,,აშშ უკრაინას კონტრშეტევისთვის განკუთვნილ იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა”- „სიენენი“

სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კონტრშეტევისთვის იარაღს თვეების განმავლობაში აწვდიდა, რომლის მიზანიც რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის რეგიონების გათავისუფლება იყო.

გამოცემის ცნობით, უკრაინამ ჯერ კიდევ თვეების წინ სთხოვა აშშ-ს იმ ტიპის იარაღის მიწოდება, რომელიც აუცილებელი იყო სამხრეთ რეგიონებში კონტრშეტევისთვის. აშშ-მა კი, უკრაინის თხოვნის დიდი ნაწილი შეასრულა და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გადასცა.

არსებული ინფორმაციით, იარაღის მიწოდება ბოლო 2 თვის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დახმარების რამდენიმე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა.

მსგავსი თემები