,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები”- ანალენა ბერბოკი

,,გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები,” – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს სურს, დევნილმა ადამიანებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ.

„უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ამავდროულად, არ შეგვიძლია, შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით“, – აცხადებს ბერბოკი.

„ჩვენ არ ვსჯით იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მსგავსი თემები