რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენერალური შტაბი ლიკვიდირებული რუსი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 24 თებერვლიდან დღემდე, 45 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

ადამიანუrი დანაკარგის გარდა, გენერალური შტაბი მატერიალურ და ტექნიკურ დანაკარგზეც საუბრობს, რაც რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე განიცადა.

„მტრის საერთო დანაკარგი მოიცავს: 1 921 ტანკს, 4 238 ჯავშანტრანსპორტიორს, 1033 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 146 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 198 ვერტმფრენს, 3150 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 817 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები