ბორჯომში დაახლოებით 150 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ხანძრის შედეგად სავარაუდოდ 150 ჰექტარი ტყეა განადგურებული. მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.

„ძალიან მიუვალ ადგილებში იყო ცეცხლი გაჩენილი, ამან გაართულა ლოკალიზება. შემდგომ იყო ქარი, რომელმაც სწრაფად მოახდინა გავრცელება. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. ჩართულია თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩვენი სატყეო სააგენტოს დაახლოებით 160 თანამშრომელია ჩართული პროცესში, მობილიზებულია 100 ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენები არიან ჩართული პროცესში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია სტაბილურია.

მოსახლეობისთვის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ლოკალიზება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. სავარაუდოდ საუბარია 150 ჰექტარზე, თუმცა ეს დასაზუსტებელია.  როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება თუ რა მასშტაბზეა მთლიანობაში საუბარი. ზარალი გამომდინარეობს იქიდან რა მასშტაბზეა და რა ზიანი იქნა გარემოზე მიყენებული“, – განაცხადა მინისტრმა შამუგიამ.

მსგავსი თემები