რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში 358 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში 358 ბავშვი ემსხვერპლა, 681-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 361, ხარკოვის ოლქში – 194, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 40.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 185 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 221 სრულად განადგურდა.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მსგავსი თემები