„ბავშვებში შემთხვევები მაღალია, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა გაუარესებულია.

„ბოლო 4 დღეა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, 2000-ზე მეტია, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაზე. ინფიცირებულთა საერთო წილში 10-15% ბავშვებზე მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა ბავშვებშიც“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

პროფესორის შეფასებით, ამ ეტაპისთვის, ბავშვებში საწოლების პრობლემა არ არსებობს.  

„ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ჯერჯერობით, ეს არ ასახულა უფრო მეტ მიმართვიანობაში, საწოლფონდის დატვირთვაში. 4 ათასზე მეტი საწოლია თავისუფალი. ასე რომ, ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ამ დონეზე დარჩა ან გაიზარდა, ჩვენ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდებით, როგორშიც აგვისტოს დასაწყისში ვიყავით“, – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები