,,რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მისივე თქმით,  უკრაინისთვის რომ მოესმინათ, ახლა არ გახდებოდა დამატებითი გზების ძიება გაზის დეფიციტის შესავსებად.

„როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას, იმას, რაც უკვე გამოვიარეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომებით და დასრულდა სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს, მით ნაკლები ზიანს და ტანჯვას გამოცდის ყველა ევროპული ოჯახი, ყველა ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები