,,ევროპარლამენტარებს ვუთხარი, როდესაც რომელიმე გააკეთებს ისეთ განცხადებას, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, პასუხს დავუბრუნებ”- დეპუტატი

,,ქართული ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სრულად დაეთმო ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, თუ რომელიმე  ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, სამხარაძე მას პასუხს აუცილებლად დაუბრუნებს.

,,შეხვედრა სრულად დაეთმო ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არ გვილაპარაკია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. მე ზუსტად ეს ვუთხარი (ევროპარლამენტარებს) რომ როდესაც ვინმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის იქნება შეურაცხმყოფელი, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ. ეს ჩვეულებრივად მიიღეს,”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები