,,პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საუბარი, თითქოს სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია.

კობახიძის შეფასებით, მიუხედავდ იმისა, რომ ოპოზიციის მთვარის მესიჯი დეოლიგარქიზაციაა, ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქები მხოლოდ ოპოზიციის მხარეს არიან.

„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა გვექნება, მათ შორის შესაბამისს კანონპროექტზე და საჭიროებისამებრ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

რაც შეეხება სანქციების დაწესებას, თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს იქნება ძალიან უხეში შეცდომა და რა თქმა უნდა, შეცდომა თავის შედეგებს გამოიღებს მისი ავტორებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები