ნაძვის ხე პარლამენტის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე ირთვება

 თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს პარლამენტთან აღარ დადგამენ გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება, საახალწლო ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ნაძვის ხის აწყობა „თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო.

როგორც თბილისის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ყოველ წელს რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება: “პირველი რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საშობაო სოფელი და გალა-კონცერტი. ეს მიიღებს ტრადიციულ სახეს და ყოველ წელს სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ჩვენი მთავარი ნაძვის ხე და საშობაო სოფელიც “. თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს განათდება.

მსგავსი თემები