,,არახამიაა დღეს, თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის”- გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის დავით არახამიას შესახებ განცხადებას აკეთებს. ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც არახამია საქართველოს მისამართით ბრალდებებს აყენებს, მტკიცებელებებიც უნდა წარმოადგინოს.

„ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები? რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ აქედან პუტინისთვის რაღაცებს ვაგზავნით, რომ შემდეგ მან უბედურ უკრაინელ ხალხს ესროლოს? ამას ვინ აკეთებს? ამას ე.წ. ქართველი აკეთებს. ასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასევე ის ქართველები, რომლებმაც საქართველო ამოაგდეს და მოსპეს. სწორედ ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის. არახამიამ ქართულად ერთი სიტყვა – გამარჯობა იცის და აქ მედია რომ არ იყოს, სამ სიტყვას შევახსენებდი ქართულად“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები