,,სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქი სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

„ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა – არ არის წყალმომარაგება, გაზი, ელექტროენერგია. თებერვლის ბოლოდან ოკუპანტებმა დაბომბეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტები, თითქმის მთლიანად გაანადგურეს. ისინი მათ აღდგენას ვერ შეძლებენ,”, – აღნიშნა გაიდაიმ.

გაიდაიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქს საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს.

“კანალიზაციის პრობლემა დიდია. არ მუშაობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ასევე სატუმბი სადგურები. კანალიზაცია გროვდება. ამას დაუმატეთ ჰაერის ტემპერატურა და ასევე ცხედრები სუნი – ისინი, ვინც ეზოებში დამარხეს და ბევრი რჩება ბინებსა და სადარბაზოებში, მაგალითად, ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში ახალ უბნებში. სევეროდონეცკი ჰუმანიტარული კატასტროფის მოლოდინშია“, – განაცხადა სერგეი გაიდამ.

მსგავსი თემები