,,ახლა უნდა ვცდილობდეთ თავი მოვაწონოთ ევროპელებს, რომ 6 თვეში მაინც მოგვეცეს შესაძლებლობა”- იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა. მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ცდილობდეს, ევროპისთვის თავის მოწონებას.

“ჩვენ ახლა უნდა ვცდილობდეთ თავი მოვაწონოთ ევროპელებს, რომ 6 თვეში მაინც მოგვეცეს შესაძლებლობა, რომელიც ახლა არ მოგვეცა. ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის თავის მოწონება უნდა იმ წინადადებებით, ტონალობით შეიძლება ლაპარაკობდეს, როგორსაც ჩვენ ვისმენდით კობახიძისგან ევროინტეგრაციასა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით?! მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ის არ არის, რასაც აცხადებენ, მიზანი შეიძლება საერთოდ სხვა იყოს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ულტიმატუმი ჩვენგან არ არის, ევროპელებისგან არის ეს მოთხოვნა, რომ დეპოლარიზაცია მოვახდინოთ. ამისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი არის საარჩევნო ბარიერის დაწევა. როცა ულტიმატუმზე საუბრობენ, ეს ულტიმატუმი იყო თუ არა, კარგად წაიკითხონ ევროპელების დოკუმენტებში, ულტიმატუმია ეს თუ პირობები, რომელიც უნდა შევასრულოთ. შეიძლება ეს შინაარსობრივად ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ოპოზიციისგან არ არის ეს. შარლ მიშელის შეთანხმებაზეა საუბარი ამ დოკუმენტში, შარლ მიშელის შეთანხმებაში არ ეწერა ამ ბარიერზე?! “- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები