,,მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პოზიციის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ნატო-ს შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის, კლასიკური თვალთმაქცობაა.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც მით უმეტეს, საუბრის დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“, –წერს „ტვიტერში“ მიხაილ პოდოლიაკი.

მსგავსი თემები