„ჩვენ არ დავთვმობთ ჩვენს მიწას – უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან, შესაბამისად, ისინი ვერ იღებენ რეალურ ინფორმაციას. ზელენსკი მოუწოდებს ყველას, გამოიყენონ ნებისმიერ შესაძლებლობა და უთხრან ამ ხალხს სიმართლე.

„ჩვენ არ დავთვმობთ ჩვენს მიწას – უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უთხრათ ხალხს, რომ ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკოვისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები