,,რუსეთი გააფართოებს თანამშრომლობას ყველასთან, ვინც ამით დაინტერესებულია”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს და გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული.

„ჩვენ ვაფართოებთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, ვისაც ნათლად ესმის, სად არის სხვების ინტერესები და სად არის მათი ეროვნული ინტერესები და რუსეთი ამყარებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან”, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, სურს 2023 წლის ძირითადი ამოცანების განსაზღვრა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელს გახდის 2030 წლამდე დასახული ეროვნული მიზნების მიღწევისკენ წარმატებით სვლას.

„პირველი ამოცანა ეხება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას. ამისათვის ჩვენ მოვხსნით შეზღუდვებს ლოგისტიკასა და ფინანსებში“, – განაცხადა პუტინმა.

 

 

მსგავსი თემები