,,1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

“1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მსგავსი თემები