,,ევროპამ საქართველოს კარი გაუღო, ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

„17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები