წყალდიდობა ინდოეთსა და ბანგლადეშში – დაიღუპა 59 ადამიანი

მუსონური შტორმების შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში წყალდიდობას, სულ მცირე 59 ადამიანი ემსხვერპლა.

გასული კვირის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა ბანგლადეშის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის დიდი ნაწილი დატბორა.

რაც შეეხება ინდოეთს, ხუთდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ასამის შტატში, 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

არსებული ინფორმაციით,მილიონობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

მსგავსი თემები