ავსტრალიამ უკრაინას 14 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა

ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიამ უკრაინას 14 ერთეული M133AS4 ჯავშანტრანსპორტიორი (APC) გაუგზავნა.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლსის განცხადებით, ჯავშანტრანსპორტიორები უკრაინაში   გასულ კვირას გაიგზავნა.

„ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ უკრაინაში არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო შეჭრა შეწყვიტოს“, – აღნიშნა მარლსმა.

 

მსგავსი თემები