დავით არახამიას განცხადებით, სანქციების ასარიდებლად რუსეთის მოქალაქეები ქართულ კომპანიებს იყენებენ

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და რუსული კომპანიები დასავლეთის დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ქართულ სუბიექტებს იყენებენ.

,,თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”,- განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, რუსები იყენებენ ქართულ ბანკებს და  ქართულ ფინანსურ სისტემას. მან ვაშინგტონს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები