უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში  დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია საქართველოშ ჩამოასვენეს.

დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გიორგი გრიგოლიას აბაშაში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

მსგავსი თემები