„დაიწყეთ გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“ – ევროპარლამენტარი საქართველოს მიმართავს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მიმართავს.

„საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის  დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ვითარების გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“ – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

 

მსგავსი თემები