სამ ქვეყანას უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება არ სურს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის წევს სამ ძირითად ქვეყანას არ სურს, ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აღნიშნავს, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც  უკრაინისთვის სხვა ფორმატზე საუბრობენ.

„ევროკავშირის წევრმა შვიდმა ქვეყანამ წამოაყენა  წინადადებები სხვა ფორმატზე, სადაც საუბარი იყო კანდიდატობას პირობებზე. იყო  განსხვავებული წინადადებებიც, თუმცა, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს “, – განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.

 

მსგავსი თემები