„ბადრი ესებუა აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჰქონდა ურთიერთობა თანასოფლელებთან და გარემოცვასთან“ – ადვოკატი

საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებასა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დამალულა და ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა.

„ბადრი ესებუას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის გამოც ის გაათავისუფლეს თავდაცვის უწყებიდან. შეგიძლიათ მოიკითხოთ რატომ მოხდა თავდაცვის სამინისტროდან ბადრი ესებუას გათავისუფლება და რატომ დევნიდნენ მას. მას „შეახოცეს“ ხელი და ის საერთოდ არ იმყოფებოდა იმ დროისთვის ზუგდოდში და ბანკში“ – განაცხადა დაცვის მხარემ, ნიკა მემანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ესებუა საქართველოს ქალაქებში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

„მას ეშინოდა რომ სახელმწიფო მას დასჯიდა სამაგალითოდ. ამიტომ არ ჩნდებოდა საზოგადოებაში. თუმცა, თქმა, რომ ის იმალებოდა არ არის მართებული, რადგანაც ის ცხოვრობდა როგორც ზუგდიდში ისე ბათუმში და გადაადგილდებოდა თავისუფლად. უბრალოდ მას ეშინოდა. მას ურთიერთობა ჰქონდა  თანასოფლელებთან და გარემოცვასთან“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები