„განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას”- მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის განცხადება უსაფუძვლოა და პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას.

„განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი ცოტა ,,შორს მიმავალია”, არ მგონია რელევანტური იყოს, უფრო ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით.

ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე სამართლებრივს. ეს უფრო მეტად არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა უკუღმა,”- განაცხადა სარჯველაძემ.

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

მსგავსი თემები