„გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით“ – მეუფე ევროკავშირს

„ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ“ – ასე იქადაგა სამტრედია-ხონის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ დღეს, სადაც აქცენტი ევროკავშირში მიღება-არმიღებაზე გაამახვილა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ვისაც ჩვენი წესები და ტრადიციები არ მოსწონს, კარგად იყოს.

„გინდათ – ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ – კარგად იყავით. თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა, შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურება.

ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ,  ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. არც მე მეშინია, არც მრევლს და არც ეკლესიას ამ სიტყვების რასაც მე ვამბობ, ეს არის სრული ჭეშმარიტება და ჩვენ ამას დავიცავთ“, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები