ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

   სახალხო დამცველი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესწავლილი საქმის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. „საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი – განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 … ვრცლად ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს