თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100%-ით გაზრდის მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობასთან, საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების ცნობით, დღეს 16:00 საათზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიშვილთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.