,,გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ…აქ რომ მოვარდით”- აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

აქცია პრეზიდენტის სასახლესთან – აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციაზე შეკრებილები შეძახილებით აპროტესტებდნენ, რის გამოც პრეზიდენტმა დროზე ადრე შეწყვიტა საუბარი.

,,გაჩუმდით, გააჩუმეთ ეს ხალხი…მეორედ აღარ გავიმეორებ, რასაც ახლა ვიტყვი. აქ რომ მოვარდით… აქ რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე მომხადარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები. როდესაც ქუჩაში ვიდექი, სად იყვნენ? მე გეყვით, მიშას შტაბში იყვნენ, ან იყვნენ ”ქართუ ბანკში”, ან თანამდებობზე. დღეს მესიჯბოქსებს ავრცელებენ და თურმე იციან დღეს რას და რატომ გავაკეთებ. მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე. თუ მე განსვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის. როდის გააპროტესტეთ, სად იყავით?,”- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები