,,სააკაშვილს უნდა, გავიდეს ქვეყნიდან და ახალი კონტეინერით შემოვიდეს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზანი არის, ის რომ, ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდეს.

,,საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცები გადააწყვეტინებენ”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები