ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების ხელახლა დაწესებით ემუქრება. ”შეერთებულმა შტატებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბირმას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დემოკრატიის გზაზე პროგრესის არსებობის საფუძველზე გააუქმა. ამ პროგრესის მიმართულების შეცვლა ჩვენი სასანქციო კანონებისა და უფლებამოსილებების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ საკუთარ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმუშავებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენას და ასევე პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებმაც მიამნმარში ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა მიიღეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს, ქვეყნის არმიამ 1- წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი თემები