„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მოახერხა.

„მედიაცენტრი მთავარი“ უერთდება ზეიმს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მალე გვეზეიმოს ევროკავშირის წევრობაც.

 

მსგავსი თემები