მარიუპოლის მაცხოვრებლები საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდიუშენკოს განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლები საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ.

ანდიუშენკოს ცნობით, 21 მაისს მარიუპოლიდან 313 ადამიანი ჯერ რუსეთის მიერ კონტროლირებად ბეზიმენეში, მოგვიანებით კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. გადაყვანილთა შორის 55 ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, საფილტრაციო ბანაკებში უკრაინელებს სამუშაო ძალად იყენებენ.

მსგავსი თემები