,,რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფასების ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, აუცილებელია ძალების გაერთიანება და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

„დიდი სიამოვნებაა დღევანდელი შეხვედრა კანადასთან. კანადა ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს. კანადა გვიბიძგებს ბევრს, რომ წინ წავწიოთ სანქციები და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ ასევე ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ეს არის ომის გამო. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

მსგავსი თემები